ზუგდიდში "ოცნების" კანდიდატი იგებს - უახლესი პირველადი მონაცემები ცესკოდან
პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,45%, ხოლო "გარეთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,75% მიიღო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე მეტი ვერ მოიპოვეს.