"მერე რა, საჭესთან ხომ არ ვარ?!" - ზუგდიდში საარჩევნო უბანზე ნასვამი მამაკაცი არ შეუშვეს
ზუგდიდის #5 უბანზე ნასვამი მამაკაცი არ შეუშვეს. როგორც უბნის თავმჯდომარე ანა თოდუამ განმარტა, ის ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს არ დაემორჩილა.
მისივე თქმით, მამაკაცი ყუთთან მისვლას აპირებდა, თუმცა უბნიდან გააძევეს.
თავის მხრივ, მოქალაქე ამბობს, რომ მას ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.
"ნასვამი რომ ვარ, საჭესთან ხომ არ ვარ? რა გინდათ? არჩევნებზე არ უნდა მოვსულიყავი? წადიო, ასე მითხრეს", - განაცხადა მამაკაცმა, რომელიც უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავტორი: თათული როგავა