ტოჩინოშინმა მოწინააღმდეგე რამდენიმე წამში დაამარცხა - ლევან გორგაძე გათამაშების ლიდერია!
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (9:24), დღეს კი მის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.