იმის მაგივრად, რომ ამ ცოდვიდან გამოვიდეს ადამიანი, ხდება მომავალი თაობის წაქეზება ამ ცოდვისკენ - მეუფე იოანე
ოჯახის დალოცვისა და კურთხევის მიმართ არის ან დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება ან საერთოდ იგნორირება, რაც წინა წლებშიც ხდებოდა. 15-20 კაცის გამოსვლა, რომელიც მომხრეა გარყვნილების და 100 და 2000 კაცის მიჩქმალვა - ამას დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვას, - ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.