საქართველოში მიწისძვრა მოხდა - რა სიმძლავრის იყო ბიძგები ეპიცენტში?
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით - 15კმ-ში და სოფელი ფარავანიდან 7კმ-ში 15:08 საათზე მოხდა.