ათენში 29 წლის ქართველი ქალი მოკლეს: მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ქალია. მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ან ეტაპზე უცნობია, ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.