ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დეპუტატი ნიკა მელია და სამართალდამცველები, ასევე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები. საკრებულო ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განმარტებით, ისინი "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს წევრ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მისი თქმით, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოში ჟურნალისტები არ შეუშვეს.
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ლაშა გვასალიას ცნობით კი, მდგომარეობა გაერთიანებული ოპოზიციის პროვოკაციების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, გვასალიას განმარტებით, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.