ჯარედ ლეტო საქართველოში ჩამოდის - "ოსკაროსანი" მსახიობი "ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს
13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავს - ჯარედ ლეტოს, Thirty Seconds to Mars-თან ერთად უმასპინძლებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, „ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მუსიკოსიც. ის ძმასთან ერთად ამერიკული როკ-ბენდის, Thirty Seconds to Mars დამფუძნებელია. ჯგუფის ისტორია 1998 წლიდან იწყება, ხოლო მისი კომერციული წარმატება 2005 წელს უკავშირდება.