თამთა გოდუაძე ლედი გაგას ცნობილ ჰიტს Shallow ემოციურად ასრულებს
14 მაისს თელ-ავივში მუსიკოსი თამთა გოდუაძე 2019 წლის ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს სიმღერით Replay გახსნის. ის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს. მომღერალმა "იუთუბზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ჩეხური ბენდის, Lake Malawi-ს ვოკალისტთან, ალბერტ ჩერნისთან ერთად ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ჰიტს Shallow ასრულებს.