"მე მაგ ქალს - სანდრას სამეგრელოში არ შემოვუშვებ" - რა თქვა ზუგდიდის ინციდენტში მონაწილემ დაკავების წინ
დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია. იგი ზუგდიდის პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამეგრელოშო სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი დადიანების სასახლის ეზოში ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდა.
ასევე იხილეთ: კადრები ზუგდიდიდან, სადაც სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
ასევე იხილეთ: კადრები ზუგდიდიდან, სადაც სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს