დრამატული კადრები იტალიიდან: ადიდებულმა მდინარემ სახლები წყალქვეშ მოაქცია
ძლიერმა წვიმებმა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. მაშველებმა 2 ადამიანი საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს, ხოლო სამი მამაკაცი ავტომობილიდამ გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ამინდის გაუარესების გამო შაბათ-კვირას დაიხურა მილანის საერთაშორისო აეროპორტიც.