"თქვენთან ვიტყვი პირველად..." - ეკა ბესელია აქამდე უცნობ დეტალს ახმოვანებს
რამდენიმე დღის წინ დაზარალებულად დავიკითხე, მივეცი ჩვენება და სავარაუდო საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მიცემულ ერთთვიანი ვადა ამოწურულია.