კადრები პანკისიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა
პანკისში, ხადორის ხეობასთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, საავტომობილო მონაკვეთი ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია „ხადორი" ჰესთან და სოფელ ხადორთან მისასვლელი გზა, სადაც ჰესის თანამშრომლები და ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის წყლის დონემ დაიკლო და გზის გაწმენდას უახლოეს საათებში დაიწყებენ.