რიგითი სამხედრო ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
"სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.