loader

როდის დაბრუნდებიან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის დაბრუნდებიან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ

კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ქვეყანაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან.ისინი საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს.

"საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგილია სამშაბათს", -აცხადებენ კვიპრისში, საქართველოს საელჩოში.