რეალურად, ყიდის თუ არა სოსო ფხაკაძე "ვისოლს" რუსებზე - ბიზნესმენის პირველი განმარტება
"ვისოლი ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიის" რუსულ "როსნეფტზე" გაყიდვა იგეგმება. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში "ვისოლი ჯგუფის" შესახებ უამრავი ჭორი გაუგია. ფხაკაძემ აღნიშნა, რომ " ვისოლ ჯგუფის" მიზანი საშუალოვადიან პერიოდში გამსხვილებაა. ზოგადად, როგორც ფხაკაძე მიიჩნევს, რუსულმა კომპანიამ რომ საქართველოში იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, გაუგებარია. მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზნესმენი, ისე აფასებს და ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.