loader

"გაეთრიე მეთქი რო გეუბნები!" - აქციის მონაწილეები ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და ფურცლები სახეში ურტყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაეთრიე მეთქი რო გეუბნები!" - აქციის მონაწილეები ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და ფურცლები სახეში ურტყეს

"გაეთრიე მეთქი რო გეუბნები" - მწვავე დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტს შორის.  „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან, სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავდა, ხმაური იყო.

მიქავა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. მან შენობაში შესვლა სცადა, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, რამდენად კანონიერი იყო მისი მოთხოვნები. მიქავამ ჟურნალისტს უთხრა, რომ მას კომენტარს არ მისცემდა, „რადგან მოგზავნილი იყო“.

როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა, ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება. 
კადრებს "PRIME TIME" ავრცელებს.