"როცა გამოვყავარ მდგომარეობიდან, ეს ჩემი ფიქრებია, იმ წუთას მოდის და ისევ ჩემში ვახშობ, ეს მცდელობა არასდროს არ მქონია" - მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური სიტყვა
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ძმისშვილთან მისი საუბრის ჩანაწერი სიმართლე იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ტერაქტის მიზანი არ ჰქონია და „ასეთი ფიქრების“ შესახებ მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოჰყავს“.
მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაატარა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტერაქტი უნდა გამოირიცხოს“.
მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაატარა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტერაქტი უნდა გამოირიცხოს“.