"დედა ხელებში ჩააკვდა, ისტერიკაში ჩავარდა, თვალებს ხატავდა, ასე ლამაზად უნდა გაახილოსო" - 9 წლის თეკლას ტრაგიკული ისტორია, რომელიც რუსული მუსიკალური კონკურსის აღმოჩენა გახდა
რამდენიმე კვირის წინ ქართველმა გოგონამ, თეკლა ეკალაძემ რუსულ მუსიკალურ კონკურსში, “ТЫ СУПЕР!” ვაჟა ტუღუშის ცნობილი სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. 9 წლის გოგონას მიერ შესრულებულმა სიმღერამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მისი სიმღერა ათსობით ადამიანმა ნახა.
თეკლა 3 წლის იყო, როდესაც მამა ზღვაში დაეხრჩო, 4 წლის შემდეგ კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა. ობოლ გოგონას ზაჰესში ბებია ზრდის. თეკლამ თავისი სიმღერა სწორედ გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა.
თეკლა 3 წლის იყო, როდესაც მამა ზღვაში დაეხრჩო, 4 წლის შემდეგ კი დედას თავში ანევრიზმა გაუსკდა. ობოლ გოგონას ზაჰესში ბებია ზრდის. თეკლამ თავისი სიმღერა სწორედ გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნა.