"ჩქარა, ბიჭებო!" - როგორ იწვის სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო სამგზავრო თვითმფრინავი "სუპერჯეტ 100" ავარიულად დაეშვა. ხანძარმა საჰაერო ხომალდის დიდი ნაწილი გაანადგურა. თვითმფრინავი კომპანია "აეროფლოტს" ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.
ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. რუსული მედიის ნაწილი 13 დაღუპულის შესახებ იუწყება, ნაწილი კი, ერთ დაღუპულზე საუბრობს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ 13 ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.
ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. რუსული მედიის ნაწილი 13 დაღუპულის შესახებ იუწყება, ნაწილი კი, ერთ დაღუპულზე საუბრობს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ 13 ადამიანის ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.