რა მოხდა მარჯანიშვილის თეატრში, რის გამოც სპექტაკლი მოულოდნელად შეწყდა
მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი მოულოდნელად შეწყდა. როგორც "პალიტრავიდეოს" თვითმხილველებმა აცნობეს, ელექტრო სადენის დაზიანებამ მოკლე ჩართვა გამოიწვია და დენი გაითიშა.
მოკლე ჩართვამ მცირე დაკვამლიანება გამოიწვია,- ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოდან იუწყებიან, მარჯანიშვილის თეატრში მოკლე ჩართვის შედეგად განათების სისტემა დაზიანა, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მათთან შეტყობინება ხანძრის შესახებ ნამდვილად შევიდა, თუმცა, დაახლოებით ორ წუთში გამოძახება გააუქმდა. მიუხედავად გამოძახების გაუქმებისა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა უსაფრთხოების მიზნით მაინც გამოცხადდა ადგილზე, თუმცა, ინციდენტი ამოწურული დახვდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.