loader

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობები საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობები საქართველოში

ქმარ-შვილის სასტიკი მკვლე­ლო­ბა

2015 წლის 20 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას თბი­ლის­ში ფე­რა­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი ქა­ლის კი­ვილ­მა შეძ­რა. სა­დარ­ბა­ზოს შე­სას­ვლელ­თან მამა-შვი­ლის - ომარ და თოკო ქა­ფი­ა­ნი­ძე­ე­ბის ჯერ კი­დევ თბი­ლი ცხედ­რე­ბი ეყა­რა. მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის დედა მაგ­და პა­პი­ძე, რო­მე­ლიც მოწ­მის სას­ტუ­სით წა­იყ­ვა­ნეს და­სა­კი­თხად, მალე ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტან­ლი გახ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მაგ­და პა­პი­ძემ მე­უღ­ლე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი თავ­ში უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლა, ხოლო სა­კუ­თა­რი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი კი­სერ­ში ხე­ლის წა­ჭე­რით გა­გუ­და. მოკ­ლუ­ლი მე­უღ­ლის გვა­მი ოთა­ხი­დან სა­დარ­ბა­ზოს­კენ დე­რეფ­ნის გავ­ლით გა­ათ­რია და შე­სას­ვლელ­თან და­აგ­დო.

დად­გინ­და, რომ მაგ­და პა­პი­ძეს ჰყავ­და მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­უღ­ლის - ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის მი­მართ. პა­პი­ძის დის ჩვე­ნე­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მაგ­დამ მას სთხო­ვა ჩა­ქუ­ჩი.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ასე­ვე, ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს გზა­ზე მი­მა­ვალ მაგ­და პა­პი­ძეს რო­გორ უჭი­რავს ხელ­ში პარკში გახ­ვე­უ­ლი უროს ფორ­მის ნივ­თი.


8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა


25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­თან 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი და წა­მე­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე.

თა­ვი­დან საქ­მე აღიძ­რა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლით და­უმ­ძიმ­და, რაც გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს აჩ­ვე­ნეს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ტე­ლე­ფო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუ­ამ გა­ნა­ცხა­და, ასა­ხუ­ლი იყო 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა ამ ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნე­ბი­ე­რი­ძის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს 2004 წელს 11 წლის მო­ზარ­დის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­შიც. ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნე­ბი­ე­რი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გახ­და. ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ის და­ა­კა­ვეს 2005 წელს, თუმ­ცა ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა არ და­უდ­გინ­და და მსჯავ­რი ძარ­ცვის ერთ ეპი­ზოდ­ზე და ყა­ჩა­ღო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე და­ე­დო, რის­თვი­საც მი­ე­სა­ჯა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სას­ჯე­ლის სრუ­ლად მოხ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე 1 წელ­ში ისევ და­უბ­რუნ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. 2009 წელს ის ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის მუხ­ლე­ბით გა­სა­მარ­თლდა და 17 წელი და 4 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 30 იან­ვრის გან­ჩი­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 13 წელი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბამ­დე რვა თვით ადრე, 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში.

კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე

კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლია თა­ვი­სი სი­სას­ტი­კით. 2016 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც 76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ომარ ყო­ჩი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და, ყო­ჩი­აშ­ვი­ლე­ბის ბი­ნა­ში მი­ვიდ­ნენ ნინა ჩ. და ბექა შენ­გე­ლია. მი­სუ­ლებს სახ­ლში დახ­ვდათ მოკ­ლუ­ლი ლუბა ელი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლიც. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ბექა შენ­გე­ლი­ამ და არას­რულ­წლო­ვან­მა ნინი. ჩ-მ, მო­ხუ­ცი ჯერ ელექ­ტრო­შო­კით გა­თი­შეს, შემ­დეგ კი გა­გუ­დეს.

ბექა შენ­გე­ლი­ას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით, გა­გუდ­ვის შემ­დეგ მან ცხე­და­რი წელ­ში გა­და­კე­ცა, "გა­დას­კოჩ­ვა­ში" კი გო­გო­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ ცხე­და­რი დიდ ჩან­თა­ში ჩა­დეს და სა­დარ­ბა­ზოს უკა­ნა კა­რი­დან გა­ვიდ­ნენ, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გა­სას­ვლე­ლის მხა­რეს ვი­დე­ოთ­ვა­ლი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ცხე­და­რი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სეს და მთაწ­მინ­და­ზე, შენ­გე­ლი­ას ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ. ბექა შენ­გე­ლია დე­ტა­ლუ­რად მოჰ­ყვა, თუ რო­გორ და­ა­ნა­წევ­რა ცხე­და­რი და გო­გო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ა­ნა­წი­ლა ცე­ლო­ფა­ნის მოზ­რდილ პარ­კებ­ში.

ბექა შენ­გე­ლია ამ შემ­თხვე­ვამ­დე ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო. პირ­ვე­ლად ქურ­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დო, მე­ო­რედ კი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ამ­ნის­ტი­ით წლე­ბი მო­აკ­ლდა და 2014 წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კა­ნი­ბა­ლიზ­მის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის ბექა შენ­გე­ლია კა­ნი­ბა­ლიზ­მის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა, თუმ­ცა, და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბე­ბით მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ხოლო მოკ­ლუ­ლის ქა­ლიშ­ვილს, 18 წლის ირმა ყო­ჩი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც ბექა შენ­გე­ლი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა.


დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა ფო­ნი­ჭა­ლა­ში

გი­ორ­გი ხა­ბე­იშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, სი­სას­ტი­კით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ზე­მო ხსე­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს. 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლის­ში, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, მე­ზობ­ლე­ბი მამ­ფო­რი­ე­ბის სახ­ლში ხან­ძრის გამო სახ­ლში შეც­ვივ­დნენ. სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ: მი­სა­ღებ ოთახ­ში ეგდო 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნონა რო­მა­ნი­ძის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც სის­ხლში ცუ­რავ­და. გარ­დაც­ვლილს ცივი ია­რა­ღით 29 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. იქვე, ბავ­შვის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში კი ხან­ძრის შე­დე­გად ნა­ხევ­რად დამ­წვა­რი 3 წლის მა­რი­ამ მამ­ფო­რი­ას ცხე­და­რი ეგდო. ბავ­შვს, ასე­ვე ცივი ია­რა­ღით, 16 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ცვის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­ბე­იშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ­მა ფუ­ლის გამო ჩა­ი­დი­ნა. ის გა­სა­ქურ­დად შე­ვი­და სახ­ლში, თუმ­ცა ფული ვერ იპო­ვა და მხო­ლოდ 30 ლარი წა­იღო.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის საქ­მე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს და უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.


მომზადებულია Ambebi.ge-ს მიხედვით