რა ხდებოდა ისრაელში გუშინ, დილის 10 საათზე
დილის ათ საათზე ისრაელის მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი სცა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, ისმოდა სირენების ხმა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, საღამოს იკეტება რესტორნები, ბარები და სხვა გასართობი ობიექტები. მედიის თანახმად, ცერემონიები გაიმართა სკოლებში, სამხედრო ბაზებზე და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში.