loader

როგორ შეიცვლება "ფეისბუქი" 2019 წელს - ყველა სიახლე, რაზეც მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეიცვლება "ფეისბუქი" 2019 წელს - ყველა სიახლე, რაზეც მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა

სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის ახალი დიზაინი წარადგინა. ცუკერბერგის განცხადებით, შეიცვლება სოციალური ქსელის ლურჯი მენიუ (Header), სადაც საიტზე შესვლისას სხვადასხვა ფუნქციაა დატანილი. ლურჯი ფერის ნაცვლად, ის თეთრი გახდება. ამასთან, Facebook-ის ველი, სადაც "ისტორიების" (Story) გამოქვეყნება შეგვიძლია, უფრო შესამჩნევი იქნება და საიტის ცენტრში გადმოინაცვლებს.

პრეზენტაციისას ცუკერბერგმა განაცხადა, რომ განახლდება Messenger-ის დიზაინიც და ის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. მისი თქმით, მუშავდება Messenger-ის ახალი ვერსიაც ОС Windows და MacOS-თვის. ახალი დიზაინი შემუშავდება "ჯგუფების" ველშიც. მომავალში ალგორითმი ზუსტად იმ ჯგუფებს გაუწევს რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენს ინტერესებს შეეფერება. დაემატება ვაკანსიების ადგილიც, სადაც დამსაქმებლებს შეეძლებათ ახალი თანამშრომელი სოციალური ქსელით მარტივად იპოვონ.

ყველა ეს სიახლე, რომელიც სოციალური ქსელის ბოსმა დეველოპერებთან შეხვედრაზე წარადგინა, 2019 წელს სრულად განხორციელდება და პროექტები პლატფორმებს ეტაპობრივად დაემატება.