თეთრი ვეშაპი, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი "ჯაშუშია"
ნორვეგიის სანაპიროსთან, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი "ჯაშუში" თეთრი ვეშაპი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბელუგას სხეულზე აღჭურვილობა ჰქონდა მიმაგრებული, რომელზეც "აღჭურვილობა პეტერბურგი" ეწერა. წარწერასთან ერთად, თევზს GoPro კამერის დამჭერიც ჰქონდა მიმაგრებული, რომელიც მოგვიანებით მეთევზეებმა მოხსნეს.
ადგილობრივი მებადურების თქმით, თეთრი ვეშაპი ხშირად უახლოვდებოდა ნორვეგიულ გემებს და საკვებს სთხოვდა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვეშაპი რუსეთის საზღვაო ძალებმა გაწვრთნეს და მას დაზვერვისთვის იყენებენ. აზრს ისიც ამყარებს, რომ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს.