რა ხდება ამ წუთებში თბილისის სასაფლაოებთან
სასაფლაოების მიმართულებით დილიდან საავტომობილო საცობებია. ადგილებზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ამასთან, მანქანების ნაკადის შესამცირებლად სასაფლაოებთან მისასვლელ ქუჩებს დროებით მიმართულებები შეეცვალათ. შეზღუდვები 20 საათიდან მოიხსნება. შეგახსენებთ, აღდგომის მეორე დღეს საქართველოში საფლავების კურთხევა აღინიშნება.