რა ხდება დიდუბის ავტოსადგურში წინასააღდგომოდ და რას ამბობენ ადგილზე?
დიდუბის ავტოსადგურში წინასააღდგომოდ სამარშრუტო ტრანსპორტის პრობლემაა. ავტოსადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, მგზავრებს ლოდინი უწევთ, თუმცა ამას მგზავრობის საფასურის გაძვირება არ გამოუწვევია. მასთან, მგზავრები და ავტოსადგურის თანამშრომლები მთავარ პრობლემად საავტომობილო გზებზე გადატვირთულ მოძრაობას ასახელებენ.