შიმშილობა და კარვების აქცია ბათუმის ბულვარში
ელექტრომობილების მეპატრონეები მეორე დღეა ბათუმის ბულვარში გაშლილ კარვებში შიმშილობენ. მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე, ოჯახები შემოსავლის გარეშე დატოვა. ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.