loader

შსს აქვეყნებს ქალის დაკავების კადრებს, რომელსაც 10 უკრაინელი არასრულწლოვანი ბავშვით ვაჭრობა ედება ბრალად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს აქვეყნებს ქალის დაკავების კადრებს, რომელსაც 10 უკრაინელი არასრულწლოვანი ბავშვით ვაჭრობა ედება ბრალად

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ექცევა მის ფეხებთან დაცემულ 3 წლის ბავშვს იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს