loader

სად არის 10 მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი და რა ბედი ეწიათ ბავშვებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად არის 10 მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი და რა ბედი ეწიათ ბავშვებს?

10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ "პალიტრანიუსს" განუცხადა, დაკავებული თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

რაც შეეხება ბავშვებს, თოდუა ამბობს, რომ ისინი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.

"წყნეთში ვუქირავე ბინა, ძიძაც ავუყვანე, ვუშოვე მანქანა. იქ უნდა შემესახლებინა. წუხელ ქუთაისში დააკავეს. რა შეიცვალა, არ ვიცი. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მეც არ ვარ გარკვეული. ახლა მივდივარ მასთან", - განაცხადა თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია იყო.