loader

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილმა სასამართო პროცესზე ავარიის დეტალები გაიხსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილმა სასამართო პროცესზე ავარიის დეტალები გაიხსენა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა. კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.