loader

2019 წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2019 წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება

2019 წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებით ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებსაც შენგენის ზონაში გადაადგილების კარგი ისტორია აქვთ. ევროკომისიის ამ ინიციატივას ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა კი საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის 28-მა წევრმა ქვეყანამ უნდა აღიაროს.

ცვლილების თანახმად, 3 თვის ნაცვლად, ტურისტებს განცხადების შევსება 6-თვიან პერიოდზეც შეეძლებათ. ამასთან, დაგეგმილია მრავალჯერადი ვიზის გაცემა 5-წლიანი ვადით. ევროკომისიის განცხადების მიხედვით, ტურიზმი ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი აზრით, გამარტივებული სავიზო რეგულაციები ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.