ცნობილი ქართველი მორაგბის ლაშა ლომიძის და მოდელ ანა შელიას ოჯახური ფოტოები
ცნობილმა ქართველმა მორაგბე ლაშა ლომიძემ და მოდელმა ანა შელიამ ჯვარი შარშან დაიწერეს. ლაშას და ანას ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის, ნიშნობამდე ისინი ლონდონში ერთად ცხოვრობდნენ. ანა შელიას დედა წარსულში ცნობილი მოდელი ლიკა კვარაცხელიაა, გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ შელია. 20 წლის ანა შელია თაკო ჩხეიძის სააგენტოს Geomodels-ის მოდელია და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადია, ის რამდენიმე წლის წინ პარიზის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდის ჩვენებაში გამოვიდა. 26 წლის ლაშა ლომიძე "ბორჯღალოსანია" - ის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია და ინგლისური რაგბის კლუბის Doncaster Knights-ის მორაგბეა. გთავაზობთ წყვილის ფოტოებს "ფეისბუქიდან" და "ინსტაგრამიდან".