შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების დროს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ოთხიდან 3 შვილი დაეღუპა
შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების დროს კომპანია ASOS-ის მფლობელს, მილიარდერ ანდერს ჰოლჩ პოვლსენს ოთხიდან 3 შვილი დაეღუპა. პოვლსენი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელების სიაში მეორეა, ხოლო დანიაში იგი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისმა ერთ-ერთმა შვილმა ფოტო გააზიარა, სადაც დები და ძმა აუზთან არიან გადაღებულნი.
შეგახსენებთ, შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში კვირას მოხდა, მაშინ, როდესაც კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა.
შეგახსენებთ, შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. აფეთქებები ეკლესიებსა და სასტუმროებში კვირას მოხდა, მაშინ, როდესაც კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობდა.