პანკისის შეტაკების ყველაზე მძაფრი მომენტები: "ქვები გვხვდება... დამაბრმავეს მგონი" - რა პირობებში უწევდათ მუშაობა ჟურნალისტებს
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს მომხდარი რამდენიმე დაპირისპირების შედეგად დაშავებულია ჯამში 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცავია. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდეგ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე უცნობმა პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ავტორი: ნიკა საჯაია
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ავტორი: ნიკა საჯაია