რატომ არ დაესწრო პატრიარქი ბზობის სადღესასწაულო წირვას?
პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას გაანცხადებით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, პატრიარქი გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ საპატრიარქოში დარჩენილიყო . მისივე ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმების რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა.