საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა - 18-წლამდე ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
20 აპრილს, კალინინგრადში საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს 20:10 სძლია და ოქროს მედლები მოიპოვა. პირველი ტაიმი ესპანელებმა 10:6 მოიგეს, მეორე ტაიმში კი ქართველი მორაგბეები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს.