"ყველაფერი უცებ დაიწვა" - კადრები და კომენტარები ბათუმიდან, სადაც ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა
ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად კომახიძის ქუჩაზე ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, დამწვარია 400 კვადრატი ფართი. იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მათი თქმით, სახლში მყოფები მეზობლებმა გადაარჩინეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.