მძღოლმა სანთებელა აანთო, რა დროსაც, სავარაუდოდ, ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა - მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს "მერსედესის" მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელა აანთო, რა დროსაც, სავარაუდოდ, ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ. მათ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს.
ვიდეოს "ინფორუსთავი" ავრცელებს.