"უნდა მეყვირა, მებღავლა... დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე" - მევლუდ მელაძე ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილზე
თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ჯორჯაძეა, რომელიც 16 წლის აგვისტოში გახდებოდა. ის "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.