დაჭრა ზუგდიდის რაიონში - "ოცნების" 28 წლის კოორდინატორის მდგომარეობა მძიმეა, ბრალდებულს ეძებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაჭრილი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მას ჭრილობები გულის და მუცლის არეში აღენიშნება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, სავარუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი "ქართული ოცნების" კოორდინატორია. შტაბში პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავენ.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები.