ვინ არის 31 წლის გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე განიხილებოდა
მედიის ცნობით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გუშინ მოულოდნელად დატოვა და მის ადგილზე ცოტნე ებრალიძე დაინიშნა.
გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდს მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. ფონდი ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააარსა. ბაჩიაშვილის შესახებ მედიაში ბევრი არაფერი დაწერილა. მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.
31 წლის გიორგი ბაჩიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, ის წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა.
მისი მშობლები ექიმები არიან. ასევე ჰყავს და ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო. ბაჩიაშვილი გატაცებულია ავტოსპორტით, უყვარს მოგზაურობა. ის არც ექსტრემალურ თავგადასავლებზე ამბობს უარს. გიორგი ბაჩიაშვილი გოგონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, ოჯახი ამ დრომდე არ შეუქმნია.
წაიკითხეთ ვრცლად