რა ხდება საფრანგეთის ქალაქში, სადაც ათობით ქართველი შვილებთან ერთად ქუჩაში, "კარვების ქალაქში" ცხოვრობს
კვირაზე მეტია, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს ათეულობით მოქალაქე კარვებში ცხოვრობს. ე.წ. კარვების ქალაქში მშობლებთან ერთად 30-მდე ბავშვია. საქართველოდან ჩასულები საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვენ.
სოციალური ქსელით აქტიურად ვრცელდება კარვებში არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "კარვების ქალაქი" დღეს დაშალოს და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავმა უწყებამ გუშინ გააფრთხილა კარვებში მყოფები.
19 აპრილს ემიგრანტები საფრანგეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აქციის ჩატარებას გეგმავენ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძეა. ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ის კარვების ქალაქიდან ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს და ამბობს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, პოლიციას კარვების აღების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციის ლეგალურად ჩატარების უფლება უკვე მოიპოვეს.