კახა კალაძემ მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვის თარიღი დაასახელა
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები "ბ" კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.