"ქალა ტვინის ტრავმა, ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის დახურული ტრავმა" - ექიმი მშენებლობიდან ჩამოვარდნილ მუშაზე
თავისუფლების მოედანზე, "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშის, დავით ოჩხიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ინგოროყვას სამედიცინო კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი თეონა ხუჭუა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება.
როგორც კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი თეონა ხუჭუა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება.