"მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, მე გდევნიდეთ იქნება" - "ფრესკოს" დამფუძნებელი ვიდეომიმართვას ავრცელებს
როგორ უნდა განვვითარდეთ, როდესაც "ფრესკო" აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენებას და ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი, სადაც რეკომენდაციის სახით გვირჩევენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი ვიყიდო, - ამის შესახებ კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს და ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა ანგრევდეს.
როგორც სოფრომაძე აღნიშნავს, ისეთი ხალხი, როგორიც მერიაში მუშაობს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს და ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა ანგრევდეს.