"საკუთარი თავი შემძულდა, კინაღამ გავგიჟდი" - როგორ ხსნის დომენიკ მანგო იმას, რომ გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო სიხარული გამოხატა
გუშინ მსოფლიო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვას თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა. დომენიკ მანგო ამ ფაქტმა ძალიან გაახარა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს კი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ბოდიში მოიხადა. მან აღიარა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო და ეს იყო დიდი შეცდომა.