8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა
8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფელში ძალადობაში ბრალდებული მშობელი ადასტურებს, რომ ვახშმობის დროს შვილზე გაბრაზდა და ცხელი სადილით სავსე თეფში ესროლა. კერამიკის თეფშით 8 წლის ბიჭმა ჭრილობები მიიღო. ძლიერი სისხლდენით ის კლინიკაში გადაიყვანეს და თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.