"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - ბარბარა დავრიშაშვილის სიკვდილმა ქართული ემიგრაცია შოკში ჩააგდო
საფრანგეთის ქართული ემიგრაცია 30 წლის ბარბარა დავრიშაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო. როგორც ახალგაზრდა ქალის ახლობლებისგან შევიტყვეთ, ბარბარა რამდენიმე თვის წინ, ქალაქ მაიამიში ძმასთან ჩავიდა და მუშაობა დაიწყო. იმ საბედისწერო დილას გარდაცვლილი ძმამ და რძალმა საძინებელში ნახეს.
ჯერჯერობით გარდაცვალების დეტალები უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.
ბარბარა საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილია. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით, საფრანგეთის ტაძრის მრევლი, იქ მცხოვრები ქართველები, მამა არჩილს უსამძიმრებენ ამ უდიდეს ტრაგედიას.
ემიგრანტები ჰყვებიან, რომ 10 აპრილს მამა არჩილმა შვილს პანაშვიდი ცხედრის გარეშე გადაუხადა .