loader

რა ულტიმატუმს უყენებენ ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს? - თბილისის მერს ერთდღიანი ვადა მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ულტიმატუმს უყენებენ ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს? - თბილისის მერს ერთდღიანი ვადა მისცეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერს კახა კალაძეს ერთდღიან ვადას აძლევენ, რათა ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციები დაახლოებით 2 წლით გადავადდეს.

ტაქსის მძღოლები ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ტაქსის მძღოლების ნაწილს ის ახალი რეგულაციები არ მოსწონს, რომლის მიხედვითაც, ტაქსები "ა" და "ბ" კატეგორიად დაიყოფა, "ა" კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. აქციის მონაწილეები ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას აპროტესტებენ.